ლიდერმა ისევ ვერ მოიგო – პირველი არგენტინელი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატში

0
20

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ ფრედ ზედიზედ მეორე თამაში დაასრულა. სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზამდე უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი თბილისში „საბურთალოს“ დაუზავდა (0:0), ხოლო 30-ე ტურში შინ ქულები გორის „დილასთან“ გაიყო (1:1).
შეხვედრის დაწყებამდე ბათუმის „დინამოს“ მარჯვენა გარემარბმა პაატა ღუდუშაურს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს. აქვე გეტყვით, რომ გორელებმა სათამაშოდ არგენტინელმა მწვრთნელმა ევერ დემალდემ გაიყვანამ რომელიც ნახსენები ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, ვისაც ქართულ კლუბში უმუშავია. პირველი არგენტინელი მწვრთნელი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ექტორ რაულ კუპერი იყო, რომელსაც ეროვნული გუნდი ებარა.
36 წლის 6 წლის დემალდემ სამწვრთნელო კარიერა მარსელო ბიელსას ასისტენტად (2014-15) ფრანგულ კლუბ “მარსელში” დაიწყო. ის 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს  ეხმარებოდა, შემდეგ არგენტინაში დიეგო დაბოვეს თანაშემწე გახლდათ “გოდოი კრუსსა” და “არხენტინოს ხუნიორსში”. ბოლო წლებში მუშაობდა “ალ ჰილალში” (არაბთა გაერთიანებული საემიროები), არგენტინულ “ხიმნასია ტიროსა” და “ინდეპენდიენტე რივადავიაში”, რომელიც აპრილში დატოვა.შეთავაზების თანახმად, ევერ დემალდე გორის “დილას” დეკემბრამდე გაწვრთნის თავის თანაშემწესთან, ფედერიკო ვალესთან ერთად, რომელიც ბოლოს არგენტინის საფეხბურთო კლუბ “არხენტინოს ხუნიორსის” (2023) სპორტული დირექტორის თანაშემწე იყო.
მატჩის მე-12 წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე გადასულმა გაფრინდაშვილმა მარცხება ფლანგიდან გარე ტერფით საუცხოო პასი მისც უკრაინელ ფორვარდ კოვტალიუკს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
31-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძემ მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში გახსნილი გიორგი წიტაიშვილი მოძებნა, რომელმაც ვარდნაში თავით დაარტყა და უკრაინელი მეკარე ევგენი კუჩერენკო ბურთს დაეუფლა.
42-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ღუდუშაურმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ღუდუშაურმა მეტოქის კართან ჩაჰკიდა ბურთი, რომელზეც თავით მამუკა კობახიძემ ითამაშა, ხოლო გაფრინდაშვილმა უკნიდან ფეხი ფეხში მოარტყა ნიგერიელ ბენჟამინ ტეიდს, რომელიც წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და პენლატი დანიშნა. თერმეტმეტრიანი ირაკლი ზარიამ ზუსტად შეასრულა,
62-ე წუთზე კოვტალიუკმა სისწრაფეში მამუკა კობახიძეს აჯობა და ბათუმელთა საჯარიმოში შეჭრილ სტუმართა ფორვარდს ღუდუშაური დაეწია, რომელთან კონტაქტის დროს უკრაინეი წაიქცა. კვირიკაშვილმა პენალტი დანიშნა და ღუდუშაურს ყვითელი ბარათი აჩვენა. თუმცა, ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან შემოწმების მერე, როგორც თერთმეტმერიანი, ასევე ბარათი გააუქმა.
77-ე წუთზე ზარიამ კარგად გაითამაშა ბურთი კაპანაძესთან და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა – კუჩერენკომ ბურთი მოიგერია.
დაღჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ბათუმელები 64 ქულით 10-გუნდინა ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან, ხოლო “დილა” 45 ქულით მეექვსეა.
​​​​​​​დინამო ბთ 1:1 დილა
ლაშა თაბაგარი