ჩაკვეტაძე: “კვარაცხელია ერთი-ერთზე თამაშში საუკეთესოა”

0
60

გიორგი ჩაკვატაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია ერთი-ერთზე თამაშში მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნია. ინგლისის ჩემპიონშიფის “უოტფორდის” შემტევმა ნახევარმცველმა ამის შესახებ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.
გიორგი ჩაკვეტაძე: “ორი მართლაც კარგი მატჩი ვითამაშეთ: ტაილანდს 8:0 და კვიპროსს 4:0 ვაჯობეთ. სასიამოვნო იყო, რომ გუნდს დავეხმარე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წვლილი შევიტანე. ჩვენთვის მთავარი მარტში გასამართი პლეი-ოფია. ნახევარფინალში ვართ და თუ მოვიგებთ, ფინალში გავალთ, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვექნება. მთავარია, რომ ამ მატჩებისთვის, როცა მათი ჩატარების დრო მოვა მზად ვიყოთ.
საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან სასიამოვნოა და ყოველთვის კარგია იქ ყოფნა. ყოველთვის მიხარია, როცა ნაკრებში ვარ. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ყოველთვის მსიამოვნებს მასთან თამაში. ვფიქრობ, რომ ერთი-ერთზე თამაშში ის საუკეთესოა და ასევე ძალიან კარგი ადამიანია.
საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ბევრი გულშემატკივარი უყურებს ქართველი ფეხბურთელების თამაშებს – მე „უოტფორდში“ თუ კვარაცხელიას „ნაპოლიში“.
ძალიან ბედნიერი ვარ ინგლისში ყოფნით, აქ თამაში ნამდვილად იყო ჩემი ოცნება და ყველაფერი მომწონს. კლუბში ყველა ძალიან კარგი ადამიანია. რა თქმა უნდა, ბავშვობაში ვუყურებდი ინგლისურ ფეხბურთს, პრემიერლიგას და კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ჩემი კერპი იყო, როცა ინგლისში თამაშობდა.
მჯერა ამ გუნდის და ვფიქრობ, რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს. თუ შაბათს მოვიგებთ, მაშინ ყველაფერი უკეთესად წავა. ყველა კარგი ფეხბურთელია და ძალიან მსიამოვნებს მათთან თამაში. ასე რომ, „შეფილდ უენსდისთან“ უნდა გავიმარჯვოთ.
გვჭირდება თამაშების მოგება და დარწმუნებული ვარ, რონ ამას შევძლებთ, რადგან ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. აქ საოცარი გულშემატკივრები არიან, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა, ისინი მხარს ყოველთვის გვიჭერენ და მათი მადლობელი ვართ“.