საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველ გაბრიელ სიგუას აზრით, ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში ბათუმში შვედეთთან უგოლო დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსი თამაშის ბრალია.
გაბრიელ სიგუა: “დავალებები შეასრულეთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში დაგვაკლდა სიზუსტე. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და ამან გამოიწვია ფრე. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება“.
საბა გოგლიჩიძე: „ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები, პირველ ნომრად ვითამაშეთ, უბრალოდ ბოლო ფაზაში აგრესიულობა და მომენტების გამოყენება დაგვაკლდა“.
C ჯგუფს ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს 12 ქულით, 7-7 ქულა აქვთ შვედეთსა და საქართველოს, მოლდოვას 6, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო ტურში 16 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





