რამაზ სვანაძე: “თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ”

0
51

რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ საქართველო 21-წლამდელთა ნაკრები თამაშიდან თამაშამდე პროფრესირებს. მან ამის შესახებ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის ბათუმში შევდეთთან 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “დაძაბული თამაში იყო, ველოდით კიდევაც, შვედეთი ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის თამაში, რომელიც ვითამაშეთ და ამაზე ბიჭებსაც ვესაუბრე.
გვქონდა საკმაოდ ბევრი მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. არა მარტო დღეს, არამედ, ბოლო ორ თამაშში ბევრი მომენტი გვქონდა და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ, რაზეც სამუშაო გვაქვს და ეს ბიჭებმაც იციან.
რაც შეეხება თამაშს, რეალურად, რაც დაგეგმილი გვქონდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ, რაც დღესაც გამოჩნდა, ეს არის გზა, რომელსაც ამ ახალ გუნდთან ერთად გავდივართ.
ბედნიერი ვარ, რომ საწყისები კარგია და თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ. წელს ერთი თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი, მომდევნო წელს კი, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა გუნდი ვიქნებით, რადგან შეთამაშების დონე გაიზრდება და დაგვემატებიან ტრავმირებული ფეხბურთელები, განსაკუთრებით ფორვარდები, რომლებიც ძალიან გვჭირდება“.
C ჯგუფს ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს 12 ქულით, 7-7 ქულა აქვთ შვედეთსა და საქართველოს, მოლდოვას 6, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო ტურში 16 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი