ანხელ დი მარია ნაკრებში კარიერას კოპა ამერიკის შემდეგ დაასრულებს

0
61

ანხელ დი მარია არგენტის ნაკრებში კარიერას მომავალი წლი ზაფხულში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაასრულებს.
„ამერიკის თასი და ამის შემდეგ მორჩა. ეს ბოლო იქნება, რასაც ნაკრებში გავაკეთებ. „ბენფიკამ“ საშუალება მომცა, რომ ეროვნულ გუნდში კარიერა გამეგრძელებინა, რაც ძალიან მსურდა. ნაკრებში მოსახვედრად ყველაფერი გავაკეთე“ – განაცხადა 35 წლის გარემარბმა რადიოგადაცემა Todo Pasa-ში.
დი მარია არგენტინის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 134 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან „ალბისელესტეს“ რიგებში 2022 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთი წლის ადრე – კოპა ამერიკა.
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი 2024 წელს აშშ-ში 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.