მოურინიო „რომადან“ წავა

0
88

ჟოზე მოურინიო მიმდინრე სეზონის დასრულების შემდეგ „რომადან“ წავა, იუწყება Sky Sports Italia.
60 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი და კლუბის ხელმძღვანელები აღარ გაახანგრძლივებენ კონტრაქტს, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში იწურება. მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
მოურინიო „რომას“ 2021 წლიდან წვრთნის და გუნდს არსებობის ისტორიაში პირველი ევროთასი მოაგებინა – 2022 წელს კონფერეს ლიგა, ხოლო შარშან ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.
მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ, „რომა“ 11 ქულით მე-10 პოზიციაზეა.