ელიტ რაუნდში ცარიელი ტრიბუნების თანხლებით…

0
41

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის პირველ ეტაპზე I ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და გაისად გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებს.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში მესამე მატჩი ლიეტუვასთან ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. პარალელურად გამართულ შეხვედრაში ავსტრია დანიას დაუზავდა (2:2) და როგორც საქართველოს, ასევე დანიელებმა 4:4 ქულა დააგროვეს. თუმცა, მეორე ტურში ჩვენმა 17-წლამდელებმა დანიელებს აჯობეს და ურთიერთშეხვედრებში გამარჯვების ხარჯზე მეორე ადგილზე გავიდნენ. ავსტრიამ 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
მატჩის მე-5 წუთზე დაბელიამ დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა დ ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა – 0:1. ორ წუთში შათირიშვილმა თავის საჯარიმოში ლიეტუველი ფეხბურთელი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტრიანი გარბალიაუსკასმა შეასრულა და ყავლაშვილმა მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, დანელია შორი მანძილიდან კიდევ ერთხელ დაემუქრა ბალტიისპირელთა კარსს, მაგრამ ამჯერად მეკარე დამაჯერებლად ითამაშა. შესვენებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ სალია მოედნი ცენტრში რო მეტოქეს გაცდა და დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა – ლიეტუველთა მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა. ამ ეიზოდიდან ცოტა ხანში საქართველოს ნაკრების მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მოწინააღმდეგის საჯრიმოში შექმნილი არეულობით ამისულაშვილმა ვერ იარგებლა, რომელსაც მარცხენა მახვილი კუთხიდან არც დარტყმა გამოუვიდა და არც პასი.
მეორე ტაიმში ბალტიისპირელები ტეიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ გოლიც გაიტანეს. თუმცა, მანამდე 84-ე წუთზე სალია მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და ერთი ლიეტუველის ჩამოტოვების მერე დაარტყა – მეკარემ ბურთი ხელებში დაიჭირა.
85-ე წუთზე ლიეტუველებმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ორჯერ თავით ითამაშეს და გრუდზინსკასის დარტყმის მერე, სამწუხაროდ ყავლაშვილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა – 1:1.
ძალიან ცუდი ფაქტია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ბაკრების სამივე მატჩს ქუთაისში ფაქტობრივად გულშემატკივრები არ დაესწრნენ და ჩიტაურის შეგირდებს საშინაო კედლების მხარდაჭერა ნამდვილად არ ჰქონიათ. არადა, ასეთ შეხვედრებში ჭაბუკი ფეხბურთელების გამხნევებას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩიტაურმა 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ რაუნდში მეორედ გაიყვანა. თუმცა, 2020 წელს მის გუნდსსს ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.
ლიეტუვა – საქართველო 1:1 (0:1)
17 ოქტომბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
ლიეტუვა:
ლუსიონოკი, ალისაუსკასი, რაუდონისი, ბიერონტასი, კირლაუსკასი, პაუკსტუსი (ტაუკასი, 76), გრუდზინსკასი, ემერჰი, ლეიპუსი (ბეიკესი, 46), კატკაუსკასი (ამბრაზაიტისი, 76), გარბალიაუსკასი (ჟდანოვიჩი, 46).
მთავარი მწვრთნელი: ანდრიუს ველიჩკა.
საქართველო: ყავლაშვილი, გვასალია, ამისულაშვილი, შათირიშვილი, ხარებაშვილი, ელისაშვილი (ჩუბინიძე, 66), სურგულაძე, წულაია (კ), დანელია (გლუნჩაძე, 72), სალია, გოგოტიშვილი (ჩიქოვანი, 66).
მთავარი მწვრთნელი:
გიორგი ჩოტაური.
გოლები: 0:1 დანელია (5), გრუდზინსკასი (85)
მე-7 წუთზე გარბალიაუსკასმა პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე)
გაფრთხილება:
ემერჰი (27), სალია (42), გვასალია (80), ბიერონტასი (82)
მთავარი მსაჯი:
ჯეიმი რობინსონი (ჩრ.ირლანდია)
ლაშა თაბაგარი