ბრიუსელში ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ბელგიისა და შვედეთის მატჩის დაწყებამდე ორი გულშემატკივარი, რომელთაც შვედეთის ნაკრების მაისურები ეცვათ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, იუწყება Sky News.
სკანდინავიელი ქომაგები მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონიდან 5 კილომეტრის დაშორებით დახოცე. ჯერჯერობით თავდამსხმელები არ დაუკავებიათ.
მომხდარის მიუხედავად შეხვედრა დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, პირველი ტაიმის მერე აღარ გაგრძელდა. უეფას ოფიციალური ინფორმაციით თამაში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეწყდა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის შეწყვეტის შემდეგ, ბელგიის პოლიციამ დაახლოებით 35000 გულშემატკივარს უბრძანა ადგილზე დარჩენილიყვნენ და მათ სტადიონი 4 საათის გასვლის შემდეგ დატოვეს.
ლაშა თაბაგარი





