კონფერენს ლიგის ფაზაში თბილისის „იბერიას“ მატჩების განრიგი ცნობილია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ტურნირში 15 ოქტომბერს ჩაერთვება.
15 ნოემბერი
„სენ-ტრიუდენი“ (ბელგია) – „იბერია“ 23:00
22 ოქტომბერი
„იბერია“ – „მიალბიუ“ (შვედეთი) – 20:45
5 ნოემბერი
„კოპენჰაგენი“ – „იბერია“ 00:00
26 ნოემბერი
„იბერია“ – „ხეტაფე“ 21:45
10 დეკემბერი
„იბერია“ – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) 21:45
17 დეკემბერი
„იაბლონეცი“ (ჩეხეთი) – „იბერია“ 00:00
კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე 36 გუნდი ითამაშებს, რომელთაც ერთი სატურნირო ცხრილი ექნებათ. თითოეული მათგანი 6 მატჩს ჩაატარებს 6 სხვადასხვა მეტოქესთან – სამს სახლში და სამს სტუმრად. 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





