„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-3 ტურში სახლში დრეზდენის „დინამო“ 5:3 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს – საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა დრეზდენელებს 4 ბურთი გაუტანეს, ხოლო საკუთარ კარში ორი მიიღეს. „ჰაიდენჰაიმი“ 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში ოთარ მამაგეიშვილის „ვოლფსბერგმა“ სტუმრად „გრაცერთან“ 0:0 ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი სასტარტოში ზედიზედ მეორედ მოხვდა და 72-ე წუთზე შეცვალეს. „ვოლფსბერგი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





