ფუტსალის ნაკრების ფრე ფინეთში

0
71

საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტ რაუნდში მეოთხე მატჩი სტუმრად ფინეთთან ჩაატარა და ქულა აიღო.
ტამპერეში გამართული შეხვედრის პირველ წუთზე მასპინძლები კუნასმა დააწინაურა, ხოლო ჩვენი გუნდის ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ბრუნო პეტრიმ საპასუხო ბურთი 18 წამში გაიტანა.
მე-7 წუთზე პაკარაინენმა ფინელები წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. მე-10 წუთზე მეკარე ზვიად კუპატაძემ შეტევა წამოიწყო და პირველი მცვდელობის დროს მისი დარტყმული ბურთი მეტოქემ დაბლოვა, თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტნის მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა – 2:2.
მეორე ტაიმის შუაწელში კუპატაძემ მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და გუნდის კაპიტანი კარში თორნიკე ბულიამ შეცვალა. 30-ე წუთზე შაგინიამ საქართველო ნაკრები დააინაურა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა უპირატეობა ვერ შეინარჩუნეს და 39-ე წუთზე ალამიკოტერეომ შორი მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა – 3:3. საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში  ფრე პირველად ითამაშა და 7 ქულით ელიტ რაუნდის D ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჯგუფის ლიდერი 9 ქულით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიაა.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.
მატჩის ოქმი – ფინეთი 3:3 საქართველო
ლაშა თაბაგარი