„სამტრედიამ“ სენსაცია გამოაცხო – კარასკოს პირველი მარცხი

0
40

„სამტრედიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წაუგებელი მატჩების სერია ცხრამდე გაზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 29-ე ტურის მთავარი სენსაციის ავტორი აღმოჩნდა.
ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილმა სამტრედიელებმა შინ თბილისის „დინამომ“ მიიღეს და ყველასთვის მოულოდნელად 3:2 დაამარცხეს.
წვიმის ფონზე და მინდვრის წყლიან საფარზე გამართული მატჩის მე-2 წუთზე მასპინძლები ზიად ნაჭყებიამ დააწინაურა, რომელმაც მაკედონიელი ალეკსანდარ მიშოვის გადაცემა გამოიყენა. პირველ ტაიმი მეტი გოლი აღარ გასულა, ხოლო 56-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა საბა ხვადგიანმა მოიგო, კარის წინ მდგომმა გიორგი კალანდაძემ კი ანგარიში გაათანაბრა.
61-ე წუთზე დავით უბილავამ ბურთი მოიგერია და პასი გამოუვიდა მიშოვის მისამართით, რომელმაც „დინამოს“ მეკარეს გვერდი აუარა, რის შემდეგ ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა. დინამოელები პენალტს ითხოდვნენ, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა ეპიზოდის გადამოწმების მერე გოლი ჩათავალა.
მე-80 წუთზე სამტრედიელთა შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშე ნაჭყებიამ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა რევაზ ინჯგიას, რომელიც საჯარიმოში შევიდა და ლორიას მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 3:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა ბურთი მასპინძლების საჯარიმოსთან მიიღო და შემოტრიალებით „ცხრიანში“ ძალიან ეფექტური ბურთი გაიტანა.
ესპანელი ანდრეს კარასკოს დანიშვნის შემდეგ, „დინამომ“ პირველი მატჩი წააგო და 55 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა. შესაძლოა, თბილისელებს ეს მარცხი ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეთ.
„სამტრედიამ“ ბოლო 9 თამაშიდან 6 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა – 29 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
სამტრედია 3:2 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი