ნიკა კვეკვესკირმა ტრავმის მორჩენის მერე, პოზნანის „ლეხში“ ზედიზედ მეორედ ითამაშა. პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში პოზნანელებმა „პუშჩას“ უმასპინძლეს და 4:1 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 3:1 იგებდნენ. კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში „ლეხში“ მესამე შეხვედრა ჩაატარა. პოზნანელები 20 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან.
უზბეკეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „ყიზილყუმი“ „ბუნედკორს“ ეწვია და ქულა აიღო – 2:2. სტუმრებში გარემარბმა აკაკი შულაიამ შეუცვლელად ითამაშა. კუხიანიძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო და ხუთ წუთში მისი საგოლ;ე გადაცემის მერე, „ყიზილყუმი“ 2:1 დაწინაურდა. „ყიზილყუმი“ 18 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





