საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2025 წლის ჩემპპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტ რაუნდის E ჯგუფში მე-3 მატჩი ჩაატარა და თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთს მოუგო.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდიდან მე-9 წუთზე ანგარიში ნატურალიზებულმა ბრაზილიელმ სიმი საიოტმა გახსნა, რომელმაც თანამემამულე ბინიოს გადაცემა გამოიყენა – 1:0.
მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს, კეკელიას პასის მერე, ფინელმა ვანჰამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 2:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფინელთა მეკარესთან პირისპირ გასული შაგინიას დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ბინიომ თავით ზუსტად დაამატა – 3:0.
33-ე წუთზე ფინალმა იუსტუს კუნასმა თითქმის ცენტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, ცოტა ხანში ბინიომ თავისი საჯარიმოდან ცარილე კარში ზუსტად დაარტყა – 4:1. თანაგუნდელს თავის კარგად მეკარე ზვიად კუპატაძემაც აუბა, რომელმაც ასევე თავისი საჯარიმოდან აიღო ფინელთა კარი, რომელსაც არავინ იცავდა. შეხვედრის ბოლო წუთზე ფინელმა ინტალამ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.
ასათიანის შეგირდები ჯგუფში მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს ფინელებთან სტუმრად ჩაატარებენ. საქართველოს ეროვნული გუნდი E ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას ჩამორჩება, რომელსაც 9 ქულა აქვს.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.
ელიტ რაუნდის მატჩები ორ წრედ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში გაიმართება.
მატჩის ოქმი – საქართველო 5:2 ფინეთი
ლაშა თაბაგარი




