გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის „აიაქსში“ თავის გამოჩენის საშუალება ისევ არ მისცეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, რაც ცხადის მის ფორმაზე აისახება. მით უმეტეს, ოქტომბერში ჩვენ ეროვნულ გუნდს ორი შეხვედრა ელის – 12 ოქტომბერს ამხანაგურ ტალანდთან, ხოლო 15 ოქტომბერს ევრო 2024-ის შესარჩევში კვიპროსთან.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „აიაქსი“ ათენში ადგილობრივ აეკ-ს შეხვდა და ქულა აიღო. მიქაუტაძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ამსტერდამელებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ბერგვაინმა თავისი მოპოვებული პენალტი გამოიყენა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 74-ე წუთზე გაიტანეს და მისა ავტორი დომაგოი ვიდა აღმოჩნდა, რომლის თავურთან მეკარემ ვერაფერი გააწყო.
B ჯგუფში „აიაქსი“ 2 ქულით მესამე ადგილზეა. იმავე ჯგუფში „მარსელმა“ შინ „ვრაიტონს“ ვერ მოუგო – 2:2. ჯგუფის ლიდერი 4 ქულით აეკ-ია.
ლაშა თაბაგარი





