კუტალიას მე-10 გოლი სომხეთის ჩემპიონატში

0
30

ლევან კუტალიამ სომხეთის პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა. „ალაშკერტი“, რომელშიც ქართველი ფორვარდი გამოდის მე-11 ტურში შინ „ვესტ არმენიას“ ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
მე-6 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდა შეჭრილი კუტალია „ვესტ არმენიას“ მცველმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. დაზარალებულმა თერთმეტმეტრიანი თავად შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „ვესტ არმენიას“ საჯარიმოში მყოფმა ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა დავით ხურციძემ მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა.
52-ე წუთზე „ალაშკერტის“ შეტევის დროს მასპინძელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, რომლის ახლოს მდგომმა კუტალიამ თავის ანგარიშზე ამ სეზონში მე-10 გოლი ჩაიწერა. ის 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ხურციძემ მოედანი 89-ე წუთზე დატოვა.
„ალაშკერტი“ 22 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი