საბ საზონოვისთვის “ტორინოს” სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი უიბღლო აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ტურინში იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში “ვერონასთან” უგოლოდ დასრულებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ტრავმა მიიღო და 27-ე წუთზე შეცვალეს. ნიშანდოვლივია, რომ თავად საზონოვი მე-6 ტურში “ვერონასთან” შეხვედრაში მოედანზე ტრავმირებული ბონჯორნას ნაცვლად შევიდა.
22 წლის ქართველმა მცველმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზინა და თამაში ამიტომ ვერ გააგრძელა. ჯერ უცნობია მისი ტრავმის სიმძიმე, მაგრამ გამორიცხული არაა ის ეროვნულ გუნდს ოქტომბერში თბილისში ტაილანდთან (12 ოქტომბერი) გასამართა ამხანაგურ შეხვედრაში და ევრო 2024-ის შესარჩევში კვიპროსთან (15 ოქტომბერი) დაპირისპირებაში ვერ დაეხმაროს.
ლაშა თაბაგარი




