უზბეკეთის „ნასაფმა“, რომელშიც ჯაბა ჯიღაური გამოდის, აზიის ჩემპიონტა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
ქალაქ ქარშიში გამართულ შეხვედრაში „ნასაფმა“ კატარის „ალ სადს“ 3:1 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მასპინძლების სასტარტო სემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა. „ნასაფი“ 6 ქულით B ჯგუფში ლიდერია.
„პერსეპოლისმა“, რომლის სასტარტოში ბოლო პერიოდში გიორგი გველესიანი ვერ ხვდება, სტუმრად კატარის „ალ დუჰაილს“ 1:0 აჯობა. ქართველი მცველი ამჯერადაც თადარიგში იყო და თამაშში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე ჩაერთო. „პერსეპოლისი“ E ჯგუფში 3 ქულით მეორეა.
ლაშა თაბაგარი
ფეხბურთი ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში ისევ მოიგო, გველესიანმა შეცვლაზე ითამაშა