გიორგი ჩაკვეტაძე ჯერჯერობით „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება.
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-9 ტურში უოტფორდელები „მიდლსბროსთან“ მინიმალური სხვაობით დაამრცხდნენ და საქართველოს ეროოვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ისევ შეცვლაზე ითამაშა. ჩაკვეტაძე მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. სტუმრები მაკგრიმ დააწინაურა მე-5 და მე-12 წუთებზე გატანილი გოლებით. მე-19 წუთზე ბოიემ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო ჰოიდტმა 52-ე წუთზე „მიდლსბროს“ კარი მეორედ აიღო.
63-ე წუთზე „მიდლსბრო“ კობუმმა დააწინაურა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. „უოტფორდი“ 9 ქულით 24 გუნდიან სატურნირ ცხრილში მე-9 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში „ჰათაისფორმა“ გასვლაზე „სივასფორთან“ ქულა აიღო – 0:0. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ჰათაელებში შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





