„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბმა ანტონიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და შესაძლოა პრემიერლიგის უახლოეს ტურშიც ითამაშოს, იუწყება გმოცემა Daily Mail.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერში“ ვარჯიში 10 სექტემბერს აუკრძალეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ რამდენიმე გოგონა ანტონის ძალადობაში ადანაშაულებდა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა რაისა დე ფრეიტასმა განაცხადა, რომ გასული წლის მაისში ფეხბურთელი ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს დაესხა.
ბანკის თანამშრომელი ინგრიდ ლანა ირწმუნებოდა, რომ ანტონი მის გაუპატიურებას ეცადა და ასევე ხელი ჰკრა, რის შემდეგ კედელს მიანარცხა.
მანამდე, ბრაზილიელი მეგობარმა გოგონამ დაადანაშაულა ძალადობაში და სიკვდილით მუქარაში, რის გამო ანტონიმ ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვერ ითამაშა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ანტონი 2022 წლის აგვისტოში ამსტერდამის „აიაქსიდან“ 95 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ბრაზილიელმა ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





