პსჟ-ს პრეზიდენტი: „მბაპე მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება“

0
56

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ კილიან მბაპე მომავალ სეზონშიც პარიზულ კლუბში ითამაშებს.
„კილიან მბაპე პსჟ-ს მოთამაშეა. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანა და მომავალ სეზონშიც აქ იქნება. მას ეს კლუბი უყვარს და ფანტასტიკური მოთამაშეა. ის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა“ – იუწყება ალ-ჰელაიფის ნათქვამს ჟურნალისტი ადრიან გრენიე.
მბაპემ მიმდინარე წლის ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება იუარა. მას ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში უმთავრდება.
პსჟ-მ 24 წლის მბაპე 2017 წელს „მონაკოდან“ 180 მილიონ ევროდ იყიდა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 266 მატჩში 220 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი