ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში ასეთი ცუდი სტარტი არასოდეს ჰქონია, როგორც მიმდინარე სეზონში „რომაში“. იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში რომაელები სტუმრად „ჯენოასთან“ 1:4 დამარცხდნენ.
„რომამ“ საწყის 6 ტურში მხოლოდ 5 ქულა აიღო და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილამდე ჩამოქვეითდა. რომაელებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს.
მანამდე, მოურინიოს სეზონის სტარტზე ყველაზე ცუდი შედეგი ლონდონის „ჩელსიში“ ჰქონდა, როდესაც 2015-2016 წლების სეზონში 6 ტურში გუნდს მხოლოდ 7 ქულა მოაპოვებინა.
ასე თუ გაგრძელდა გამორიცხული არაა პორტუგალიელ სპეციალისტს „რომას“ ხელმძღვანელებმა კარისკენ მიუთითოს.





