ნიქაბაძის პირველი დუბლი უზბეკეთში

0
39

გიორგი ნიქაბაძემ ფერგანის „ნეფთჩიში“ გადასვლის შემდეგ, უზბეკეთის სუპერლიგასი თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
მე-20 ტურში „ნეფთჩი“ თავის მოედანზე „ბუხოროს“ შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა.
ნიქაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
24-ე წუთზე საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა „ნეფთჩის“ მოთამაშემ ზუსტი პასი გაუკეთა ნიქაბაძეს, რომელმაც თავით გაიტანა. ფერგანელებიდან მესამე ბურთი თავის ანგარიშზე 81-ე წუთზე ტუროპოვმა ჩაიწერა.
მასპინძლების სასტარტოში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ფორვარდი ბაჩანა არაბული იყო, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. „ნეფთჩი“ 37 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი