მამარდაშვილის საშინაო მარცხი „რეალ სოსიედადთან“

0
56

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში თავის მოედანზე მეორე შეხვედრა წააგო.
რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა „მესტალიაზე“ სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ისევ დამაჯერებლად ითამაშა და გაშვებულ გოლში წვლილი არ მიუძღვის. მატჩის 32-ე წუთზე კარლოს ფერნანდესმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ერთი მოძრაობით დიახაბი ჩამოიცილა და ძლიერი დარტყმით მამარდაშვილს ახლო კუთხეშსი გაუტანა.
დარჩენილ დროში „ვალენსია“ ძალიან „უკბილოდ“ უტევდა და საბოლოოდ ქულაც ვერ გადაარჩინა.
„ვალენსია“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი