“გაგრამ” მოუგებელი სერია დაასრულა

0
47

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში გიორგი ონიანის გაწვრთნილმა “გაგრამ” აუტსაიდერი ქობულეთის “შუქურა” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. ონიანის ხელმძღვანელობით გაგელებმა პირველად გაიმარჯვეს – მათ 6 ივნისის მერე არ მიუგიათ.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 56-ე წუთზე საბა ჭინჭარაძეს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ვარდიძემ ეს ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა, რის მერე პენალტი დანიშნა. ზურაბ მუსელიანმა ყოფილ გუნდთან თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
“გაგრამ” მიმდინარე სეზონში მეხუთე თამაში მოიგო და 22 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი