თსუ “ბენფიკასთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

0
18

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ ფიბას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პირველ ეტაპზე ანთალიაში ლისაბონის “ბენფიკასთან” დამარცხდა.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 60-ქულიანი სხვაობით წააგო – 62:122. ლისაბონელებმა თბილისურ გუნდს ოთხივე მეოთხედი მოუგეს -(25:15, 32:17, 36:18, 29:12).
“ბენფიკას” ამერიკელმა მცველი ტონი დაგლასმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულა მოიპოვა თსუ-ს რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა ნოდარ ტურძილაძემ, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
თსუ წაგების მერე ასპარეზობას ფიბა ევროპის თასზე განაგრძობს, სადაც  ჯგუფში მეტოქეებად ძალიან ძლიერი გუნდები ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ ჰყავს. აღნიშნულლ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი (6 მატჩი) 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.
ლაშა თაბაგარი