კეინი ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი მეოთხე ინგლისელია

0
67

გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის მოედანზე „ბოხუმი“ 7:0 გაანადგურა.
ზაფხულში მიუნხენურ კლუბში გადასვლის შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ის ბუნდესლიგის ისტორიაში მეოთხე ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მანამდე, იმავე „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელმა კევინ კიგანმა (1978 წლის დეკემბერი), ტონი ვუდკოკმა (ორჯერ 1980 წლის მაისში და 1982 წლის აპრილში) და ჯეიდონ სანჩომ (2020 წლის მაისში( მოახერხეს.
კეინი 7 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა და ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფორვარდ გირასის ჩამორჩება.
ცნობისთვის 2021 წლის 18 სექტემბრიდან გუშინდელი დღის ჩათვლით ბუნდესლიგაში „ბაიერნმა“ „ბოხუმი“ 7:0 სამჯერ დაამარცხა – ორჯერ სახლში და ერთხელ სტუმრად.
ლაშა თაბაგარი