გაგი მარგველაშვილი ალბანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
70

გაგი მარგველაშვილი კარიერას ალბანეთის სუპერლიგაში განაგრძობს. 26 წლის ცენტრალური მცველი ტირანას „დინამო სიტიშსი“ ითამაშებს, რომელიც 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიჯი დი ბიაჯოა.
მარგველაშვილი თბილისის „დინამოს“ ზაფხულში შეურთდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2-ჯერ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგის – ერთხელ. „დინამოს“ ევროთასებიდან გავარდნის მერე, მას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია.
მარგველაშვილი 2022 წლის იანვრიდან მაკედონიის „შკუპიში“ გამიოდიდა, რომლის შემადგენლობაში 35 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მან თავის სადებიუტო სეზონში მაკედონიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო გასულ სეზონში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მარგველაშვილმა პროფესიონალური კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 2013- 2020 წლებში გამოდიოდა. ის საბურთალოელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს და საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასს დაეუფლა. მარგველაშვილი მაკედონიაში წასვლამდე ერთი სეზონი ბათუმის „დინამოში“ ასპარეზობდა, სადაც მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი