სეზონის წარუმატებელი სტარტის გამო, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდა რუდი გარსია დაითხოვოს, იუწყება იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.
ფრანგი სპეციალისტის შეცვლის მთავარი კანდიდატი ხორვატი იგორ ტუდორი, რომელიც გასულ სეზონში „მარსელს“ ავარჯიშებდა. ტუდორს იტალიის სერია A-ში მუაობის გამოცდილება აქვს – 2018-2019 წლებში „უდინეზეს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2021-2022-ში – „ვერონას“.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით თუ ნეაპოლელების ტუდორს ვერ შეუთანხმდნენ, მაშინ ეცდებიან პსჟ-სს ექსთავკაცი კრისტოფ გალტიე მიიწვიონ.
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ 8 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





