ანჩელოტის „რეალში“ ხაბი ალონსო შეცვლის

0
23

ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელი ხაბი ალონსო მომავალი სეზონიდან სათავეში მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება, იუწყება Radio Marca.
„რეალის“ ხელმძღვანელებმა სწორედ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი შეარჩიეს კარლო ანჩელოტის შემცვლელად, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით მომავალი წლის ზაფხულიდან ბრაზილიის ეროვნული ნაკრები უნდა ჩაიბაროს.
ალონსო „რეალში“ 2009-2014 წლებში თამაშობდა და კარიერის დასრულების მერე მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა. მან „ბაიერი“ გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა და ევროპა ლიგი 1/2-ფინალში გაიყვანა, ხოლო სეზონის ბოლოს გუნდს ევროპა ლიგის საგზური ისევ მოაპოვებინა.
ამჟამად, ლევერკუზენელები 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი