„ფლამენგოს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არგენტინელი ხორხე სამპაოლის დათხოვნას გეგმავს, იუწყება ავტორიტეტული გამოცემა Globo.
სამპაოლი ჯერჯერობით იმის გამო არ წასულა, რომ მხარეები საკომპენსაციო თანხაზე ვერ თანხმდებიან. მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, დათხოვნის შემთხვევაში კომპენსაციად 2,5 მილიონ ევროს მიიღებდა, მაგრამ ეს თანხა თანდათან მცირდებოდა ხელშეკრულების ვადის გასვლის პარალელურად, რომელიც 2024 წელს იწურება.
სამპაოლის ნაცვლად „ფლამენგოს“ ხელმძღვანელებს ბრაზილიის ეროვნული გუნდის ექსთავკაცის ტიტეს მიწვევა სურთ. სამპაოლის მუშაობის პერიოდში კლუბშში არაერთი კონფლიქტი მოხდა. ივლისში მისმა თანაშემწე პაბლო ფერნანდესმა ფეხბურთელ პედროს დაარტყა, რის გამო დაითხოვეს. ამ ინციდენტიდან ორ კვირაში ჟერსონმა თავის თანაგუნდელ გილერმო ვარელასთან ვარჯიშზე იჩხუბა და ცხვირი გაუტეხა.
ლაშა თაბაგარი





