ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გიორგი მოისწრაფიშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მე-6 ტურში „ბევერენი“, რომელშიც „დინამომ“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ერთი წლით გაანათხოვრა. შინ „ლიეჟთან“ 1:2 დამარცხდა. მოისწრაფიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
„ბევერენი“ 5 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
გურამ კაშია, რომელსაც ბოლო პერიოდში „სლოვანის“ სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად არ ათამაშებენ, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ბრატისლაველთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნისგან განსხვავებით, „ჟილინასთან“ დაპირისპირებაში სასტარტოს მიღმა ვიცეკაპიტანი ჯაბა კანკავა დარჩა, რომელიც თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებიდან 42-ე წუთზე ანგარიში სტრელეცმა გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე სომეხმა ლეგიონერმა ბარსეგიანმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 11 ქულით მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





