გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გიტანა.
მე-7 ტურში განჯის „ქიაფაზი“, რომელსაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი სექტემბრის დასაწყისში შეუერთდა გასვლაზე „საბაჰს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პაპუნაშვილი და მათე კვირვია განჯელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მე-60 წუთზე როდესაც „საბაჰი“ 2:1 იგებდა, პაპუნაშვილმა დაახლოებით 26 მეტრიდან მარჯვენა მახვილი კუთხიდან საჯარიმო დარტყა შეასრულა და მეკარის შეცდომის შედეგად ანგარიში გათანაბრდა. გიორგიმ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ე წუთზე შეცვალეს. კვირკვიამ მოედანი 67-ე წუთზე დატოვა.
„საბაჰის“ სასტარტოში ფორვარდი დავით ვოლკოვი ვერ მოხვდა, რომელიც თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
„საბაჰი“ 5 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო „ქიაფაზი“ ამდენივე ქულით მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





