კიტეიშვილის ზედიზედ მეორე ფრე, საზონოვი ისევ უთამაშებელია

0
40

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში სტუმრად ვენის „რაპიდს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ორ წუთში შეცვალეს. „შტურმს“ 18 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ში თავის გამოჩენის საშუალება ისევ არ მისცეს საბა საზონოვს, რომლის „ტორინო“ შინ „რომას“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა.
„ტორინო“ 8 ქულით 29-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი