კვარაცხელიას პირველი აღიარება მიმდინარე სეზონში

0
41

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დაასახელეს.
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ. 72-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, რომელიც კვარაცხელიამ მოიპოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მოედანზე 76 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport -მა კვარაცხელიას შეხედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
„ეს კვარას საუკთესო ვერსიაა არაა, მაგრამ ის თავის პარტნიორებში საუკეთესო იყო. მან კარში ორჯერ დაარტყა, პენალტი გამოიმუსავა და საერთო ჯამში სულ მეტოქის წნეხში მოქცევას ცდილობდა. თუმცა, მას გოლები ვეღარ გააქვს“ – დაწერა La Gazzetta dello Sport -მა.
ლაშა თაბაგარი