ქვილითაიას პირველი გოლი ჩემპიონატში

0
3

გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში აპოელის შემადგენლობაში კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში აპოელი სტუმრად ლიდერ „ანორთოსისს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
სტუმართა კაპიტანმა ქვილითაიამ ყოფილი გუნდთან ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, როდესაც პენალტი გამოიყენა. მან 27 ივლისის მერე, როდესაც თავი ევროთასებზე გამოიჩინა, საკუთარ ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. აპოელში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა.
ლაშა თაბაგარი