გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში “ვალენსიაში” თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. მე-6 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად აუტსაიდერ “ალმერიას” შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარისთვის თანაგუნდელებს მხარი რომ აებათ სამ ქულას აიღებდა.
მატჩის მე-14 წუთზე დიეგო ლოპესმა მასპინძლების ნახევარზე მცველს სისწრაფეში აჯობა და მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა შორ კუთხეში ბურთი დაბალი ტრაექტორიით ზუსტად გაგზავნა 0:1.
ამის შემდეგ მამარდაშვილმა ორი ურთულესი დარტყმა მოიგერია – ჯერ ემბარმას თავურის მერე მიწიდან ასხლეტილი ბურთი უკუაგდი, ხოლო შემდეგ ეფექტურ ნახტომში ლუის სუარესის თავური გაანეიტრალა.
მეორე ტაიმი დიდი ხნის დაწყებული არ იყო, რომ რობერტონემ სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მამარდაშვილმა ისევ იყოჩაღა. 59-ე წუთზე “ვალენსიას” საჯარიმოში მყიფმა მელერომ ახლო მანძილიდან დაარტყა და ქართველმა გოლკიპერმა ფეხით ბურთი მოიგერია, მაგრამ მცველმა ვერ დააზღვია, რითაც სერხიო არიბასმა კარგად ისარგებლა – 1:1.
63-ე წუთზე ფრან პერესმა საუცხოო პასი მისცა “ალმერიას” საჯარიმოში გახსნილ ხავი გერას, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა – 1:2.
69-ე წუთზე ამჯერად აკემემ დაურტყა ახლოდან მამარდაშვილს, რომელმაც ბურთი უკუაგდი, თუმცა “ვალენსიას” მცველებმა ისევ არადამაჯერებლად ითამაშეს და არიბასმა დუბლი სეასრულა – 2:2.
საბოლოოდ, “ვალენსიამ” მხოლოდ ქულა აიღო და 5 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი მამარდაშვილი საუცხოო თამაში “ვალენსიას” მოსაგებად არ ეყო