ქოჩორაშვილმა სტუმრად მოიგო

0
32

გიორგი ქოჩაორაშვილმა „ლევანტეში“ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა, რომელიც მისი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში „ლევანტემ“ სტუმრად „ელდენსე“ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ის თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ვალენსიელები 1:0 იგებდნენ.
სტუმრებიდან ანგარიში 28-ე წუთზე ბოულდინიმ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე ფაბრიციომ თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. „ლევანტე“ 14 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი