შულაიას პირველი გოლი უზბეკეთში

0
63

აკაკი შულაიამ უზბეკეთის სუპარლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-19 ტურში „ქიზილქუმი“ სტუმრაად „სურხონს“ სტუმრად შეხვდა და 2:1 დაამარცხა. შულაიამ შეუცვლელად ითამაშა და 43-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, როდესაც მოედნის ცენტრიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ,  მეტოქის საჯარიმოში ხაზიდან თავით ბურთი წინ გამოულ მეკარეს თავს ზემოთ გადაუგდო. ქართველი გარემარბი „ქიზილქუმში“ სადებიუტო სეზინს ატარებს და მანამდე 2 საგოლე პასი გააკეთა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე იყო, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა ანგარიში 52-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო სტუმრებმა 72-ე წუთზე მოწინაამდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და სახლში 3 ქულით დაბრუნდნენ.
„ქიზილქუმი“ 14 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
ყაზახეთის რანგით მეორე ლიგაში „ჟენისის“ მაისურით თამაზ მაქაცარიამ გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მისმა გუნდმა სტუმრად „აქტობე 2“ 5:1 დაამარცხა და ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარი მეორე ტაიმში აიღო. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მაქაცარია 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლაშა კასრაძემ  მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო.
ლაშა თაბაგარი