კვერკველიას ზედიზედ მეორე მარცხი საუდის არაბეთში

0
34

„ალ ახდუდი“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა მე-7 ტურში კვერკველიას გუნდი სტუმრად „ალ ჰალეჯს“ შეხვდა და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა წინა მატჩების მსგავსად შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში „ალ ახდუდმა“ 4 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ბექა ქავთარაძემ ყაზახეთის რანგით მეორე ლიგაში მე-4 დუბლი შეასრულა. „იელიმაი“ , სადაც ქართველი ფორვარდი გამოდის შინ „ხან თენგრის“ 2:1 აჯობა. ქავთარაძემ ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, ხოლო 30-ეზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე 14 გოლი და 7 საგოლე პასი ჩაიწერა. ის 66-ე წუთზე შეცვალეს. „ელიმაი“ 62 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი