გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ გადასვლის შემდეგ, იტალიის სერია A-ში მეორე მატჩი ჩაატარა.
მე-5 ტურში „ფროზინონე“ „სალერნიტანას:“ ეწვია და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს 21-წლამდელთა გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. კვერნაძე როგორც წესი მარცხენა ფლანგზე თამასობს ხოლმე, მაგრამ ამჯერად სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მარცხენა ფრთაზე დააყენა.
„ფროზინონე“ შეხვედრის მე-12 წუთზე რომანიოლიმ დააწინაურა, ხოლო 52-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ჯოვანი კაბრალმა გაიტანა.
სერია A-ში წელს დაბრუნებულ „ფროზინონეს“ 8 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





