ხავიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
17

„ბარსსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კატალონიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ხელშეკრულება 2024-2025 წლები სეზონის ბოლომდე დადო. თუ ხავი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ კონტრაქტი ავტომატურად 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
43 წლის ხავი გუნდს 2021 წლის ნოემბრიდან წვრთნის და გასულ სეზონში ლა ლიგა მოიგო, ხოლო მანამდე ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა. მისი ხელმძღვანელობით ესანურმა გრანდმა ყველა ტურნირში ჩატარებული 96 მატჩიდან 61 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 19 წააგო. მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ 5 ტურის მერე 13 ქულით ლა ლიგაში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი