“პერსეპოლისმა” გველესიანის გარეშე რონალდუს გუნდთან წააგო

0
63

“პერსეპოლისმა”, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უიღბლოდ დაიწყო.
E ჯგუფის პირველ შეხვედრაში ირანულმა გუნდმა საუდის არაბეთის “ალ ნასრი” მიიღო, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ გამოდის და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. გველესიანი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ალ ნასრის” სასტარტოში კრიშტიანუ რონალდუ, სენეგალის ნაკრების კაპიტანი სადიო მანე და ესპანეთის ნაკრების მცველი ემერიკ ლაპორტი მოხვდნენ, ხოლო მარსელო ბროზოვიჩი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა. რონალდუ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს, მანე კი მოედნიდან 85-ე წუთზე გავიდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 52-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ, რადგან სარლაკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ესმაილიფარმა ავტოგოლი მიითვალა. 72-ე წუთზე მოჰამედ ქასემმა მეორე ბურთი გაიტანა და “ალ ნასრი” შინ 3 ქულით დაბრუნდა.
მატჩმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, რადგან “პერსეპოლისის” საშინაო არენა დისკვალიფიცირებულია.
ლაშა თაბაგარი