მარსელინო „მარსელიდან“ წავიდა

0
81

მარსელინო ტორალმა „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. L’Equipe-ის ინფორმააციით, ესპანელმა სპეციალისტმა თავისი წასვლის შესახებ გუნდის ფეხბურთელებს დღეს ვარჯიშის დაწყებამდე აცნობა.
18 სექტემბერს კლუბის ხელმძღვანელები გულშემატკივრებს შეხვდნენ, რომლებმაც „მარსელის“ მენეჯმენტი და მთავარი მწვრრთნელი სასტიკად გააკრტიკეს ჩემპიონთა ლიგაში ჩავარდნის გამო.
58 წლის მარსელინო ფრანგულ გუნდს სათავეში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაუდგა და კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით მარსელელებმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 7 მატჩიდან 2 მოიგეს.
მარსელინო სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში „მარსელის“ გარდა, რეკრეატივოს“, სანტანდერის „რასინგს“, „სარაგოსას“, „სევილიას“,  „ვილიარეალს“, „ვალენსიას“ და ბილბაოს „ატლეტიკს“  ავარჯიშებდა. მან 2018-2019 წლების სეზონში „ვალენსიას“ ესპანეთის თასი ააღებინა, ხოლო „ატლეტიკს“ 2020-2021 წლების სეზონში ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი