აზაროვის და გოჩოლეიშვილის უიბღლო დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

0
59

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებელი სტარტი აიღო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დონეცკელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საშინაო მატჩებს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ატარებენ, სადაც H ჯგუფის პირველ ტურში „პორტუ“ მიიღეს.
ქართველებიდან სასტარტოში ვერცერთი მოხვდა – მარცხენაფლანგელი აზაროვი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მარჯვენაფლანგელი გოჩოლეიშვილი – 76-ეზე. იმ მომენტისთვის უკრაინელები უკვე 1:3 აგებდნენ. სტუმრებიდან ანგარიში მე-8 წუთზე პორტუგალიელმა გალენომ გახსნა, ხოლო ხუთ წუთში კელსიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-15 წუთზე გალენომ მეტოქის კარი მეორედ აიღო. 29-ე წუთზე ირანის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მეჰდი ტარემიმ დონეცკელები მესამედ დაამწუხრა და დარჩენილ დროსი მეტი გოლი არ გასულა.
ცნობისთვის, როგორც აზაროვმა, ასევე გოჩოლეიშვილმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშეს.
ლაშა თაბაგარი