რობერტ ლევანდოვსკი მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასებზე 100 ან მეტი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის H ჯგუფის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ თავის მოედანზე ტურნირის დებიუტანტი „ანტვერპენი“ 5:0 გაანადგურა. ხოლო პოლონეთის ნაკრების ფორვარდის დარტყმის მერე ანგარიში 2:0 გახდა.
ლევანდოვსკიმ მეტოქეთა კარი 100-ჯერ 139 შეხვდრაში აიღო. მან ჩემპიონთა ლიგაში 92 გოლი მიითვალა. ხოლო 8-ჯერ თავი ევროპა ლიგაში გამოიჩინა.
პოლონელმა „ლეხში“ ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი შეაგდო, დორმუნდის „ბორუსიას“ მაისურით 36 თამაშში – 18, „ბაიერნში“ 79 შეხვედრაში მის ანგარიშზე 69 გოლია, ხოლო „ბარსელონაში“ 8 თამაშში – 7.
ლევანდოვსკიმდე ევროთასებზე 100 ან მეტი გოლი მხოლოდ პორტუგალიელმა კრიშშტიანუ რონალდუმ (145) და არგენტინელმა ლიონელ მესიმ (132) გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი




