ტაბატაძემ ნეიმარის გუნდს გაუტანა

0
51

თომა ტაბატაძემ თავი კარიერაი აზიის ჩემპიონთა ლიგი ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლი გაიტანა.
უზბეკეთის ნამანგანის „ნავბახორი“, რომელსიც ქართველი ფორვარდი გამოდის, D ჯგუფის პირველ მატჩში სტუმრად საუდის არაბეთის „ალ ჰილალს“ შეხვდა, რომლის ღირსებას ნეიმარი იცავს და ქულა აიღო.
ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე პარტნიორის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის 83-ე წუთზე შეცვალეს. ტაბატაძემ მიმდინარე სეზონი ფერგანის „ნეფთჩიში“ დაიწყო, სადაც უზბეკეთის სუპერლიგაში  6 გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ „ნავბახორს“ მიაშურა, რომლის მაისურით ჩემპიონატში თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო უზბეკეთის თასზე – 3-ჯერ.
განვლილ მატჩში, „ალ ჰილალში“ ნეიმარმა, სერბმა მიტროვიჩმა, პორტუგალიელმა რუბენ ნევეშმა და ბრაზილიელმა მალკომმა შეუცვლელად ითამაშეს. ამ გუნდში ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჯესუში წვრთნის. გოლის გაშვების შემდეგ, ნეიმარმა ერთ-ერთ ეპიზოდში უზბეკ მცველ ხელი ჰკრა და შემდეგ წაქცეულსს განძრახ ბურთი მოახვედრა. ამის გამო ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ატყდა და თამაში გაჩერდა. მსაჯმა ძირითად დროს 14 წუთი დაამატა, ხოლო „ალ ჰილალმა“ ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე გაათანაბრა.
ლაშა თაბაგარი