ჯაბა ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქარშის „ნასაფმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულში შეუერთდა B ჯგუფის პირველ მატჩში სტუმრად იორდანიის „ალ ფაისალის“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
„ნასაფიდან“ ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე აბდურახმანოვმა გაიტანა.
ლაშსა თაბაგარი
