ბენზემა: „საუდის არაბეთის ლიგას შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს“

0
8

ქარიმ ბენზემას მიაჩნია, რომ საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მან ამის შესახებ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტზე სტუმრად უზბეკეთის აგმკ-სთან შეხვდრამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საუდის არაბეთის ლიგა ისეთ გზას ადგას, რომ შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გახდეს. თუმცა, თითოეულ გუნდში უცხოელი პროფესიონალი ფეხბურთელების რიცხვი უნდ გაიზარდოს, რათა ლიგამ განვითარება განაგრძოს.
აზიის ჩემპიონთა ლიგა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. უზბეკეთის აგმკ-სთან დაპირისპირება რთული იქნება და თამაშს მოუთმენლად ველოდებით.
„რეალთან“ ერთად რასაც მივაღწიე წარსულში დარჩა. ახლა ყველაზე მთავარი აწმყოა. მე ჯერ კიდევ შემიძლია „ალ იტიჰადს“ რაღაც შევთავაზო და ჩემი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა“ – თქვა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფორვარდმა „ალ იტიჰადს“ ზაფხულში მიაშურა.
ლაშა თაბაგარი