იტალიის სერია A-ში საბ საზონოვის დებიუტი ისევ არ შედგა. მე-4 ტურში „ტორინომ“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ზაფხულში შეუერთდა, სტუმრად „სალერნიტანა“ 3:0 დაამარცხა. ისევე როგორც წინა ტურში სახლში „ჯენოასთან“ მოგებულ (1:0) მატჩში, 21 წლის ფეხბურთელი ტურინელთა გაანცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„ტორინოს“ 7 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
